კურსი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ყველა ძირითადი ფუნქციის სისტემურ შესწავლას.
კურსი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ყველა ძირითადი ფუნქციის სისტემურ შესწავლას. სტუდენტები შეძლებენ HR პროცესების აწყობასა და მართვას თანამედროვე ბიზნესსტრატეგიის შესაბამისად.
რას მოიცავს კურსი — მოდულები
შესავალი HR მენეჯმენტში: HR-ის როლი თანამედროვე ბიზნესში და HR სტრატეგიის შემუშავება.
ადმინისტრირება და შრომის სამართალი: შრომის კოდექსის ძირითადი ასპექტები, ხელშეკრულებები, შინაგანაწესი და საკადრო დოკუმენტაცია.
ონბორდინგი და ადაპტაცია: ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის სისტემის შექმნა და მართვა.
შეფასება და KPI-ები: თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემები (OKRs, KPIs, 360-გრადუსიანი შეფასება).
მოტივაცია და ანაზღაურება (C&B): ბენეფიტებისა და ანაზღაურების სისტემების სტრუქტურირება.
ორგანიზაციული კულტურა და შიდა კომუნიკაცია: თანამშრომელთა ჩართულობის (Engagement) და ლოიალობის ამაღლების სტრატეგიები.
რას შეძლებ კურსის დასრულების შემდეგ
HR პროცესების აწყობას: დანერგავთ და მართავთ კომპანიის შიდა HR სისტემას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამართლებრივ მართვას: იორიენტირებთ შრომის სამართალში, შეადგენთ შრომით ხელშეკრულებებს, შინაგანაწესს და საკადრო დოკუმენტაციას.
ონბორდინგის დანერგვას: შექმნით ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ინტეგრაციის ეფექტურ მოდელს.
შეფასებასა და მოტივაციას: შეიმუშავებთ თანამშრომელთა შეფასების (KPIs/OKRs) და ბენეფიტების სისტემებს, რომლებიც ზრდის გუნდის პროდუქტიულობას.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, დაიკავე შენი ადგილი დღესვე.