ხშირად დასმული კითხვები
რეგისტრაცია, ფორმატი, სერტიფიკატი და გადახდა — პასუხები ერთ ადგილას.
როგორ შემიძლია კურსზე რეგისტრაცია?
აირჩიეთ სასურველი კურსი და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ადგილი დროულად დაიკავეთ.
კურსები ონლაინ ტარდება თუ აუდიტორიაში?
რეკრუტინგისა და HR მენეჯმენტის კურსები შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე. ტრენერთა ტრენინგი (TOT) ტარდება ადგილზე, 8-საათიანი ინტენსიური ვორქშოფის სახით.
მივიღებ თუ არა სერტიფიკატს?
დიახ. რეკრუტინგისა და HR მენეჯმენტის კურსების დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი, ხოლო ტრენერთა ტრენინგზე — ტრენერთა ტრენინგის (TOT) სერტიფიკატი.
შესაძლებელია თუ არა გადახდა განვადებით?
დიახ. თითოეული კურსის საფასური შესაძლებელია ორ ეტაპად გადაიხადოთ.
რამდენად პრაქტიკულია სწავლება?
პროგრამები აგებულია „Learning by Doing“ პრინციპით: თეორიული მასალა მინიმუმამდეა დაყვანილი, აქცენტი კი რეალურ ქეისებსა და სამუშაო პროცესებზეა. სასწავლო პროცესს მართავენ სფეროს მოქმედი, მაღალი რანგის პროფესიონალები.
გთავაზობთ თუ არა ტრენინგებს კომპანიებისთვის?
დიახ. კორპორატიული ტრენინგები ეფუძნება ორგანიზაციული საჭიროებების კვლევას (TNA) და მორგებულია თქვენი გუნდის კონკრეტულ ბიზნეს-ამოცანებზე. ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოქმედებს გადახდის ეტაპობრივი სისტემა.
გეხმარებით თუ არა თანამშრომლების მოძიებაში?
დიახ. HR & Executive Search სერვისი მოიცავს კვალიფიციური კადრების მოძიებას, შერჩევასა და შეფასებას. საუკეთესო კანდიდატების ბიზნესთან დასაკავშირებლად ვიყენებთ საკუთარ მონაცემთა ბაზასა და ქსელს.
კიდევ გაქვთ კითხვა?
მოგვწერეთ და ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გიპასუხებთ.